"ქართული ოცნების" სათაო ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო.
დღეს უმრავლესობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შეუჩერებს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილებას 51 ოპოზიციონერ დეპუტატს.
პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერები ხვალ, უმრავლესობას გააცნობენ და ამის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდება.
შეგახსენებთ, ხვალ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პირველ პლენარულ სხდომაზე 51 ოპოზიციონერი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უნდა იმსჯელონ.