ვადაგასული წამლები და გაფლანგული მილიონები -ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა ჩავარდა

გამოქვეყნდა:

ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების პროგრამა ჩავარდა. ექსპერტები ორ მიზეზს ასახელებენ - კორუფცია და არაკომპეტენტურობა.

აუდიტის სამსახური აქვეყნებს კვლევას, რომელიც დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდს, 2017-18 წლებს ეხება.

რიცხვები აჩვენებს, რომ პროგრამით, რომელზეც სახელმწიფომ მილიონები დახარჯა ბენეფიციართა 10%-ზე  ნაკლებმა ისარგებლა. მიზეზი მარტივია - პენსიონერების და შეზღუდული შესაძლებლობის პირების უმრავლესობამ არც კი იცოდა ამ პროგრამის არსებობის შესახებ.

ექს-მინისტრი ბრალდებებს უარყოფს, ჯერჯერობით გაურკვეველია ისიც, დაადგენს თუ არა გამოძიება რომელიმე ჩინოვნიკის ბრალეულობას უმიზნოდ გაფლანგული მილიონების საქმეზე.

სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება 2017 წელს დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ  სოციალურად დაუცველი პირებისთვის იყო განკუთვნილი , შემდეგ კი ბენეფიციართა წრე გაიზარდა და ახლა უკვე პროგრამით პენსიონრები და შშმ პირებიც სარგებლობენ. 

ამ დროის განმავლობაში პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 34 მილიონი გამოიყო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ ბენეფიციარების მკურნალობისთვის ამ თანხის მხოლოდ ნახევარის ათვისება შეძლო.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი