ქართული ოცნება საერთაშორისო რეპუტაციის გადარჩენას ცდილობს. საქართველოს ხელისუფლება, რომლის იმიჯიც დასავლელი პარტნიორების თვალში უკიდურესად შელახულია, კვლავ აგრძელებს მილიონების ხარჯვას ლობისტების დასაქირავებლად. მიზანი ამჯერადაც უცვლელია - თბილისისა და ვაშინგტონის დაახლოება.
2 მილიონ 574 ათასი ლარი - ოცნების ხელისუფლება სამთავრობო პიარისთვის ახალ ხელშეკრულებას აფორმებს. შეთანხმების დეტალებს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი საკუთარ ვებგვერდზე ასაჯაროებს. ხელშეკრულებით დგინდება, რომ მთავრობის ადმინისტრაცია თვეში 65 ათას დოლარს ერთი წლის განმავლობაში გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან იმისთვის გადაიხდის, რომ ლობისტებმა ვაშინგტონში ოცნების რეპუტაციის აღდგენაზე ბევრი იზრუნონ.
2015-დან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობა 5 ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან თანამშრომლობდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი გადარიცხულია 3 მილიონ 485 ათას ლარზე მეტი.