საკადრო წმენდა კორონაპანიკის ფონზე - "ოცნება" რეგიონებში არჩეულ მერებს თანამდებობების დატოვებას აიძულებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" პირდაპირი წესით არჩეულ მერებს თანამდებობიდან წასვლას აიძლებს. თანამდებობა უკვე დატოვა ქუთაისის მერმა.

გიორგი ჭიღვარიამ ამ გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას - თანამშრომლობისთვის“, – წერს გიორგი ჭიღვარია.

ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის პარტია მისივე გუნდის წევრებს ატერორებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საკადრო წმენდა შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, „ოცნების“ სხვადასხვა ჯგუფი მისთვის სანდო კადრების დანიშვნას ცდილობს.

როგორც ჩანს, ჭიღვარია არის რომელიღაც კლანის წარმომადგენელი, რომლის დასუსტებაც მიმდინარეობს, მაგრამ ეს ხომ ხალხს არ აინტერესებს. როგორც ჩანს, თერჯოლის მერი არ იყო მამუკა მდინარაძის ახლობელი და ახლა ვინც არის მერის მოადგილედ და მოვალეობის შემსრულებლად, ის არის მდინარაძის ახლობელი“, – განაცხადა ენმ–ის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.

თბილისის მერი კი უარყოფს ინფორმაციას, რომ გიორგი ჭიღვარია რიამე ზეწოლას განიცდიდა. მისივე თქმით, შუალედური არჩევნები არ ჩატარდება და მერების არჩევას მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნების პარალელურად შეძლებს.

 

მარტსა და აპრილში 4 მუნიციპალიტეტის მერებმა თანამდებობები დატოვეს

  • 09 მარტი – კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა თანამდებობა დატოვა
  • 1 აპრილი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, მანუჩარ ფანჩულიძემ, თანამდებობა დატოვა.
  • 05 აპრილი – ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ, თანამდებობა დატოვა.
  • 8 აპრილი – ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, თანამდებობა ოფიციალურად დატოვა
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი