ასე იწყებოდა გასული საუკუნის 30-იანი წლები - მშვენიერაძე მელაშვილზე თავდასხმაზე 

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილზე თავდასხმას და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას მაღაზია "ალტა ოქეიში" მელაშვილის ადვოკატი ეხმაურება.

გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელსიუფლებას, რომელმაც მეცნიერის წინააღმდეგ ბინძური პროპაგანდა აამუშავა:

ივერი მელაშვილს, დღეს, ალტას მაღაზიაში, პირისპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს. ამავდროულად, პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ.

სიმბოლურია, რომ ბიძინას საყვარელი გაზეთი "ასავალ-დასავალი" დღეს სწორედ ამ ტიპის სლოგანით - "ქართველი მაგას ფეხქვეშ გაიგებს" - გამოვიდა. ასე იწყებოდა გასული საუკუნის 30-იანი წლები." წერს მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, ინციდენტი "ალტა ოქეიში" დღეს მოხდა. ვინმე  ბაქარ ადამია, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი, მელაშვილს თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა.

"ალტა ოქეიში" კი დებოშს პასუხი არავინ გასცა და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვითარების განმუხტვა არც იქვე მყოფ მენეჯერს და არც დაცვა უცდია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი