ახალგაზრდა, რომელმაც "ალტა ოქეის" მაღაზიაში ივერ მელაშვილს შეურაცხყოფა მოაყენა და თავს დაესხა ბაქარ ადამიაა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი, რომელიც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს.
"მთავარის" ინფორმაციით, ადამია ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირია.
"ალტა ოქეიში" კი დებოშს პასუხი არავინ გასცა და გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვითარების განმუხტვა არც იქვე მყოფ მენეჯერს და არც დაცვა უცდია.