საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას დღეს, 2 თებერვალდ გახსნის. "ქართული ოცნება" დღეს ან საბოლოოდ გაუუქმებს მანდატებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, ან მოვისმენთ არგუმენტებს, რატომ არ შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება მათ.
გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მიიღებენ, სადაც 51 კანონმდებლის საკითხს ცალ-ცალკე უყრიან კენჭს. მანდატის გასაუქმებლად არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა საჭირო.
54-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით დეკემბერში მიმართა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ გუნდში უფლებამოსილების შეწყვეტის პროცესს მაქსიმალურად გააჭიანურებენ, რადგან მმართველი გუნდისთვის გამანადგურებელი იქნება ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულად გაფორმება.