ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ამ წუთებში პარლამენტთან აქციას მართავს ,,ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთა.
ისინი ასევე აპროტესტებენ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლას. ახლაგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ნაგვის ურნაც მიიტანეს და ასე გამოხატეს პროტესტი.
პარლამენტთან შეკრებილები ამბობენ, რომ ყველას ადგილი, ვინც პრლამენტში შევა, დღეს ნაგვის ურნაშია, ხოლო ალეკო ელისაშვილი არის ქართული პოლიტიკის ბრუტუსი. სწორედ ამიტომ ერთერთ პლაკატზე არის წარწერა: "ნუ დაემსგავსები ბრუტუსს!".