
გორის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან ვასილისა ჯაბახიძე შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციის წლიურ ხარჯებს ასაჯაროებს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც რეალურად არანაირი ფუნქცია არ აქვს, ბიჯეტიდან ხელფასებში თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.
მისი თქმით, ადმინისტრაციამ მოიხმარა 46 ათას ლარის ღირებულის საწვავი, სატელეფონო კომუნიკაციებში კი გადახდილია 5. 600 ლარზე მეტი. ოპოზიცია გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს.