
სახელმწიფო ბიუჯეტის მორიგ არამიზნობრივ ხარჯვას "ფლანგვის დეტექტორი" ასაჯაროვებს: ფოთის საკრებულოში - საჯარო უწყება 2020 წელს მილიონ 290 ათას სამასი ლარით დაფინანსდა, თუმცა ამ თანხის 63% საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.
814,200 ლარი უწყებაში დასაქმებულ 33 ადამიანზე ხელფასების სახით გადანაწილდა, მიუხედავად იმისა რომ მთელი წლის განმავლობაში საკრებულოში ჯამში 19 სხდომა გაიმართა. სხდომები კი საკრებულოს თანამშრომლებმა 120-ჯერ გააცდინეს (საიდანაც 64 გაცდენის შემთხვევა “ქართული ოცნების” წევრებზე მოდიოდა.). ამასთან პანდემიისა და საყოველთაო შეზღუდვების ფონზე, გაცდენების მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა 39,644 ლარის საწვავი დახარჯეს.