"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, თავი შეიკავონ 51 დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტაზე.
"საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებენ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, "რადიკალური ოპოზიციის" მიერ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა წარუმატებლობისთვის არის განწირული.