ივერ მელაშვილზე თავდამსხმელი ჯერაც არ დაკითხულა - ბაქარ ადამია მედიას ემალება

გამოქვეყნდა:

ბაქარ ადამია - რომელიც გუშინ, ალტა ოქეის მაღაზიაში ივერი მელაშვილს დაუპისრისპირდა, რეგისტირებულ მისამართზე არ იმყოფება - მისი საცხოვრებელი სახლი გაქირავებულია და იქ მასაჟის ცენტრი მდებარეობს.

თავად ბაქარ ადამია, რომელიც ტურიზმის ცენტრის თანამშრომელია, "მთავარის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და ზოგადად, მედიას ემალება. 

ბაქარ ადამია ამ დრომდე არ დაკითხულა, შსს-ს კი განცხადება ჯერაც არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, ივერ მელაშვილს "ალტა ოქეის" მაღაზიაში მამაკაცმა საჯაროდ, შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც არც მენეჯერსა და არც დაცვას ვითარების განმუხტვა არ უცდია. "მთავარმა" თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახერხა და დაადგინა, რომ ის ბაქარ ადამიაა. 

დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი