ელისაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ტელეფონის ნომერი გაიმეორა

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი საგაზაფხულო სესიის სხდომას უკვე დეპუტატის რანგში ესწრება. ის დღეს ამ სტატუსით სიტყვით პირველად გამოვიდა და წინასაარჩვენო პერიოდში "ალეკო გისმენთ" კამპანიის მობილურის ნომერი გაიმაორა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნომერს 4 წლის განმავლობაში უპასუხებს, რათა მოქალაქეების პრობელმები მოაგვაროს.

"გვჯერა და გვწამს რომ ოპოზიცია აქ უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს, ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი. ზოგს ჰგონია და ალბათ ვერც დავაჯერებთ ბევრს, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა და პრივილეგიებით არ შემოგვიტყუებს, ამას რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს, ამის დასტურად ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, შეიძლება საარჩევნოდ ადევნებით თვალყურს, რომ ჩვენ გვქონდა უცნაური კამპანია, ტელეფონის ნომერი მქონდა გამოყენებული და მთელი ჩვენი გუნდი ხალხს ვპასუხობდით, გავიმეორებ ჩემს ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი, ვიღაც გამლანძღავს, ვღაც შემაქებს, რაც მთავარია, სხვები პრობლემებს მეტყვიან, 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ", - თქვა ელეკო ელისაშვილმა.

მისი განცხადებით, ამ ნომერს 4 წლის განმავლობაში უპასუხებს როგორც დეპუტატი, რადგან მისი მთავარი მიზანი ხალხის პრობლემების მოგვარებაა.

ელისაშვილმა სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, თუმცა ის მემურანდუმი რაც გააფორმებს იმის გარანტია იქნება, რომ ეს ბოლო არჩევნებია რომელიც გაყალბდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი