დავით დარჩიაშვილი, დავითგარეჯის საქმეზე, პროკურატურაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი, დავითგარეჯის საქმეზე, პროკურატურაში დაიბარეს, - ინფორმაციას თავად დარჩიაშვილი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"მიბარებენ პროკურატურაში გარეჯის საქმეზე. ვაპირებ ავუხსნა, რომ ესაა ვიშინსკის სტილის საქმე: აი, ძველ სპეცებს მრეწველობაში რომ საბოტაჟს აბრალებდნენ კომუნისტების შეკვეთით, ისეთი", - წერს დავით დარჩიაშვილი. 

შეგახსენებთ, დავითგარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფები ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი სასამართლომ 29 იანვარს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, საქმეზე გამოძიება კი ისევ გრძელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი