
"ევროპელი სოციალისტების" წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ მემორანდუმს, რომელიც "მოქალაქეებმა" და "ქართულმა ოცნებამ" გააფორმეს. ამ თემაზე მან კომენტარი პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"ჩვენ შევუერთიდ იმ მემორანდუმს რომელსაც ხელი მოეწერა ოცნებასა და მოქალაქეებს შორის, არის იქ საკითხები, რომელსაც ალბათ ჩვენ შემდგომში ერთად გავივლით. ევროპელი სოციალისტების სახელით, ჩვენმა საპარლამენტო ჯგუფმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციური პარტიების მანდატებსი გაუქმებას", - თქვა ფრიდონ ინჯიამ.