ბიზნეს სექტორის წარმლმადგენლები ამბობენ, რომ საქმიანობა-შეჩერებულ დაწესებულებებს და მცირე მეწარმეებს ქონების გადასასახადზე დაწესებული ჯარიმების გადუხდელობის გამო შესაძლოა ქონება დაუყადაღდეთ.
მოძრაობა "სოციალური აფეთქების" წევრებმა მთავრობის კანცელარიასთან განცხადება გააკეთეს და ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
"დღეს ჩვენ გვქონდა მოლოდინი და ზუსტი ინფორმაიცა, რომ საკოორდინაციო საბჭო გაიმართებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ხელისუფლებას, როგორც მინიმუმ რაიმე ტიპის პასუხი უნდა გაეცა ამდენი ათასი ადამიანისთვის და მათ უკან მდგარი ოჯახებისთვის", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
აქციის მონაწილეების მოთოხვნებია: კომენდანტის საათის გაუქმება, საზოგადოებირვი ტრანსპორტის აღდგენა, ბიზნესისთვის მუშაობის დაწყების უფლება და სამთო კურორტების ამუშავება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნები სანამ არ შესრულდება ბრძოლას გააგრძელებენ.