"ცვედანები" ქართულ პოლიტიკაში - "ოცნება" მანდატებით ვაჭრობას აგრძელებს 

გამოქვეყნდა:

ქართულმა ოცნებამ დამატებითი დრო აიღო და პოლიტიკური ვაჭრობისთვის 51 დეპუტატის მანდატის გაუქმებას დროებითი ვეტო დაადო. ქართლი ოცნება დროს წელავს რომ იურიდიულად არ გააფორმოს ერთპარტიული პარლამენტი.

კობახიძემ დააანონსა, რომ 20 ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა ამ ნაბიჯს ბულინგის შიშით ვერ დგამს.

ოპოზიციაში მმართველ გუნდს პასუხობენ, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის აპარატიდან 51-ივე დეპუტატს გადაწყვეტილების გადასამოწმებლად სათითაოდ დაურეკეს და ყველამ ინდივიდუალურად მათი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ოპოზიციაში ყველა თანხმდება,რომ ქართული ოცნება მათი პირადი ნების და კონსტიტუციის წინაღმდეგ წავიდა,როცა მანდატების გაუქმებაზე უარი განაცხადა. ერთადერთი ვინც ამ ნაბიჯის გამო მმართველ გუნდს დღეს მადლობას ღიად უხდიდა - პარტია გირჩია

ვახუშტი მენაბდე ოპოზიციას ურჩევს,რომ ოცნების ხელისუფლების არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაზე სარჩელი მოამზადონ და ბრძოლა სასამართლოში გააგრძელონ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი