ფარცხალაძე გაამართლეს - 4 წლიანი სასამართლოს პოლიტიკური ვერდიქტი

გამოქვეყნდა:

სასამართლო კლანის მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ივანიშვილის ყოფილი მთავარი პროკურორი სამართლებრივი დევნისგან სრულად გათავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და პირდაპირი მტკიცებულება, იმისა თუ როგორ გაუსწორდა 4 წლის წინ ოთარ ფარცხალაძე მაშინდელ გენერალურ აუდიტორს, სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი სრულად გაამართლა.

5 ათას ლარიანი ჯარიმა კი მხოლოდ ფარცხალაძის გარემოცვის წევრს, მიხეილ ჩოხელს დაეკისრა, რომელიც დაპირისპირების ერთერთი მონაწილეა. 

გადაწყვეტილებას დღეს ლაშა თორდია, რომელიც რამდენიმე წელია უკვე აშშ-ში ცხოვრობს ჯერ ფეისბუქით გამოხმაურა, შემდგ კი "მთავართან" საუბარში თქვა, რომ სასამართლო მისთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი შედეგით დასრულდა.

თავად ფარცხალაძემ კი კომენტარი სახელისუფლებო მედიას მისცა - ჩემს წინააღმდეგ მიდიოდა მიზანმიმართული და ზღვარგადასული ცილისწამება - ამბობს ყოფილი პროკურორი.

შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის მაისში, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა, რის შემდეგაც ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თავს დაესხა, ხოლო ფარცხალაძემ პასუხად განაცხადა, რომ ლაშა თორდია მთვარლი იყო და დაპირისპირება მისი მიზეზით დაიწყო. 

ლაშა თორდია იმ პერიოდში გენერალური აუდიტორი იყო და თბილისის მერიისა და ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიების სატენდერო გარიგებებს სწავლობდა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს თორდია ელ ცენტროში თავდასხმას და ამბობს, რომ აუდიტმა კორუფციული გარიგებები გამოავლინა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი