ათასზე მეტი მესიჯი, 99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის გენერალური დირექტორი დღეს, მის მიმართ "ქართული ოცნების" მხრიდან წამოსულ მორიგ თავდასხმას "ფეისბუქით" ეხმაურება და წერს, რომ სმს შეტყობინებების უმრავლესობა არა აგრესიული, არამედ მხარდამჭერი შინაარსისაა:

მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე აღარ შემოვა

სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე

რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა, ეს არ იყო მხოლოდ პირადი ინფორმაციის გამჟღავნება, არამედ ღია წაქეზება და მწვანე შუქის ანთება ორგანიზებულ და დანაშაულებრივ თავდასხმაზე ჩემს წინააღმდეგ.

და ბოლოს, შემოვიდა და ახლაც გრძელდება ათასზე მეტი მესიჯი. არც ერთს არ ვხსნი, მაგრამ პირველი წინადადებები ჩანს და 99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა (წულუკიანის მძიმე გინებაც). დიდი მადლობა ამისთვის - წერს ნიკა გვარამია

 შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და დეპუტატმა წულუკიანმა დღეს საპარლამენტო დტრიბუნიდან გამოაცხადა ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი