ალექსეი ნავალნის 3.5 წელი მიესაჯა - სხდომა დასრულდა

გამოქვეყნდა:

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სასამართლო სხდომა დასრულდა - Radio Free Europe/Radio Liberty-ის ინფორმაციით, სასჯელი ციხეში 3.5 წლის გატარებაა.

რეალურად, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს, რადგან სასჯელის ნაწილი შიდაპატიმრობით უკვე მოხდილი აქვს. 

ცნობისთვის, ნავალნი რუსეთში, მოწამვლის შემდეგ პირველად, 17 იანვარს დაბრუნდა. ის მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს.

რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ოპოზიციონერს ბრალად ედება გაფლანგვა. ჯერ კიდევ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების მტკიცებით, ძმებმა "ივ როშე" დაარწმუნეს, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. თავის მხრივ, პუტინის კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი