დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხარემ გზის გაჭრა დაიწყო და საავტომობილო მონაკვეთის გაყვანას აპირებს.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და წერს, რომ ამ სივრცეში დიდი ტურისტული პოტენციალია და ასათვისებელია.
ტერიტორიაზე შეყვანილია მძიმე ტექნიკა და დაწყებულია სამუშაოები. ადგილობრივი მედიის ცნობებით გზის საბოლოო სიგრძე 32 კილომეტრი იქნება.