კრემლმა უკან დაიხია, ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ - უგულავა ოპოზიციის მანდატებზე

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების არ გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "ქართულ ოცნებას" ერთი ადგილი არ ეყო, მარტო დარჩენის შეეშინდა.

"ლუსტრაცია გრძელდება! ყოფილმა გირჩმა აწ უკვე ქლიავების პარტიამ ოცნებას მოუწოდა არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის - სადაა მეგობრებო არჩევანის თავისუფლება, კონსტიტუციის პატივისცემა. მერე, ელჩი ჰარცელის მუქარამ, რომ ფასილიტაციიდან ელჩები გავიდოდნენ, ქოცები დააპანიკა, ახალ ქოცებსაც უტყდებოდათ კენჭისყრა. აირია ქოცისტანი და კენჭისყრა ჩააგდეს. ერთი ადგილი არ ეყოთ, მუხლები აუკანკალდათ, მარტო დარჩენის შეეშინდათ და რაც გაქაჩეს ესაა - ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა", - წერს გიგი უგულავა. 

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე უცვლელი რჩება. უგულავა წერს, რომ "კრემლმა უკან დაიხია, ახლა მთავარია ბოლომდე მიაწვნენ".

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი ჩააგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი