როგორც ჩანს 31 ოქტომბერს დაიძინა და სხდომზე გაიღვიძა - ელისაშვილი წულუკიანს

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის რიტორიკულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ ალბათ მან 31 ოქტომბერს დაიძინა და სხდომაზე გაიღვიძა. შეგახსენებთ, რომ წულიკიანმა ელისაშვილს კითხა, თუ არჩევნები გაყლაბდა, მაშინ რას აკეთებდა პარლამენტში.

"თეა წულუკიანმა როგორც ჩანს დაიძინა 31 ოქრომბერს და გაიღვიძა სხდომაზე, და მანამდე რა ხდებოდა საერთოდ, უბრლაოდ წარმოდგენა არ აქვს. ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშ რატომ ვზივარ აქ თუ არჩევნები გაყალბდა?! იმიტომ, რომ აწი რომ აღარ გაყალბდეს და ბოლო, უკანასკნელი გაყალბებული არჩევნები რომ იყოს საქართველოს ისტორიაში, აი ამის გამორიცხვის მექანიზმი დევს მემორანდუმში და იმ 18 პუნქტში", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

მისი თქმით, ეს ეტყობა თეა წულუკიანმა არ იცოდა, თუმცა არ უკვირს, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ბევრი რამ არ იცის რაც სინამდვილეში საქართველოში ხდება.

რაც შეეხება "მოქალაქეების" კიდევ ერთ წევრს, ლევან იოსელიანს, მისი აზრით, "ქართულმა ოცნებამ" ძვირი პოლიტიკური ფასი გადაიხადა, რის გამოც ისინი პარლამენტში შევიდნენ. იოსელიანი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი იმ რეფორმებს რაც მემორანდუმშია, შეთანხმების გაფორმების გარეშე არ გაატარებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი