თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში რამდენიმე დღეში ის სრულად ჩაიკეტება. ამ თემაზე საუბრით გახსნა მერმა მთავრობის სხდომა.
"ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც აქვს ამ პარკს კულუტურული ძეგლიდან გამომდინარე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული, მოწესრიგებული და თითოეულ დეტალს გავუფრთხილდებით, იმისთვის, რომ ეს სიმდიდრე რაც აქვს ამ პარკს მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული. სამუშაოებიდან გამომდინარე, მინდა მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად ჩაკეტვა", - თქვა კახი კალაძემ.
მისი განცხადებით, რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის მთლიანად უნდა იყოს დასრულებული.