პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი განმარტავს, რა სასჯელი დაეკისრებოდა წულუკიანს "ნორმალურ სახელმწიფოში"

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი თეა წულუკიანის თავდასხმას ნიკა გვარამიაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ყოფილ იუსტიციის  მინისტრს  იურიდიული განათლება და ნამდვილი იურისტის დიპლომი რომ ჰქონოდა მიღებული საფრანგეთში, შეიძლება სცოდნოდა საფრანგეთის სასამართლო კოდექსი.

ანუ, მისი დღევანდელი საქციელი, თუ გამიზნულად არის ჩადენილი, დასჯადია  5 წლით თავისუფლების აღკვეთითა  და 300 000 ევროს ჯარიმით. თუ უნებლიედ მოუვიდა... მაშინ 3 წლით და 100 000 ათასი ევროს ჯარიმით...

ნორმალურ სახელმწიფოში, პირად მონაცემთა გასაჯაროვება მესამე პირის მიერ უმკაცრესად ისჯება..."- წერს ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ, აუცილებელი დასაბუთების გარეშე გაასაჯაროვა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პერსონალური მონაცემები, კონკრეტულად კი, ტელეფონის ნომერი, რითაც მის მიმართ დევნა წაახალისა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი