
საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი დღეს არჩილ თალაკვაძის ანგარიშს მოისმენს. პლენარულ სხდომას მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტი ავალდებულებს, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის პირველ კვირას ყოველწლიური ანგარიში წარადგინოს.
არჩილ თალაკვაძე დღესვე 2021 წლის სამოქმედო გეგმასაც წარადგენს.