დღეს საქართველოში COVID-19-ით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 221 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 788 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავრობის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი შემდეგია: დღიური - 4,36%, ბოლო 14 დღის - 4,67% ბოლო 7 დღის - 3,87%

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 76 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი