
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. მისი თქმით, ამ პროექტით სურთ განტვირთონ მოძრაობა და ვაკეში შემოსვლის გარეშე საბურთლოზე გადასვლა შესაძლებელი იყოს.
"უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა ძალიან მნიშვნელივანი პროექტია ქალაქისთვის. იცით, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს წყნეთში და ამ გზით ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და მაქსიმალურად გვინდა ამ პროექტის საშუალებით განტვირთვა განვახორციელოთ და ვაკეში შემოსვლის გარეშე შესაძლებელი იყოს ბაგებიდან საბურთალოზე გადასვლა ამ ხიდის მეშვეობით", - თქვა კახი კალაძემ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში გაირკვევა ვინაა გამარჯვებული კომპანია და დაიწყება სამუშაოები.