რეაქცია თეა წულუკიანის მიერ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროვებაზე - "ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" პრობლემას ვერ ხედავს თეა წულუკიანის გამოხტომაში - უმრავლესობის წევრები ან თავს არიდებენ შეკითხვას, დაარღვია თუ არა კანონი თეა ბწულუკიანმა, ან აცხადებენ, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანის ქმედებაში კანონის დარღვევას ვერ ხედავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც.

"არ მგონია, რომ დარღვევა იყოს, ამას გააჩნიუა კონკრეტული ახსნა და არ ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვის დასმის საფუძველი არსებობდეს. ვინ რას ამბობს, გასაგებია, შესაძლოა, ვინმე სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში რაიმე მნიშვნელოვანი განცხადების საფუძველი არსებობს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

უმრავლესობის წევრებს კონტრპასუხი აქვთ "მთავარის" კითხვაზე - ამტკიცებენ, რომ მსგავსი რამ ტვ "მთავარის" ეთერშიც მოხდა, როცა არჩილ თალაკვაძის ტელეფონის ნომერი გასაჯაროვდა, თუმცა, მსგავსი რამ არ მომხდარა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი