ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას აცნობს. მოხსენების მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაა, რომელიც არჩილ თალაკვაძის მტკციებით, მრავალპარტიული პარლამენტის შეკრების მიზეზი გახდა და არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა 9 პარტიას მიეცა.
მოხსენებას მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრებიც ესწრებიან.
"2020 წელს არსებითად პროპორციული, ხოლო 2024 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა, პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, თანაბარი წვდომა მედიაზე და საარჩევნო კამპანიის გაუმჯობესებული წესები, ეს ის ცვლილებებია, რომლებიც პარლმენტმა გასულ წელს შეიმუშავა და მიიღო, ამ ცვლილებების პროგრესულობა დაასაბუთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგადაც პარლამენტში შესასვლელად ბარიერი 9 პარტიამ გადალახა", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება უმრავლესობის წერვებს, პარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის მრავალპარტიულობა მათ მიერ გატარებული რეფორმებია და თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში არ შედის მათი არჩევანია.