
2 პირის დაკავებით დასრულდა ქართული მარშის აქცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. რადიკალდური მემარჯვენე კონსერვატიული ჯგუფის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას დავით გარეჯის სასაზღვრო მონაკვეთთან დაკავშირებით ითხოვდნენ.
ისინი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და სალომე ზურაბიშვილისთვის პასუხის მოთხოვნას აანონსებდნენ, რადგან სწორედ მოქმედი პრეზიდენტი იკავებდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2004-2005 წლებში.
"თქვენ მოღალატეები ხართ, ბიჭო, ვის აკავებთ? ხელს ვის აფარებთ და ვის იცავთ?", - მიმართავდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, რომლებმაც მათ არ მისცეს საშუალება, დაშვებულ პერიმეტრზე ახლოს მისულიყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან. საბოლოოდ, ორი ადამიანი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.