საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან დაფინანსებული ოკუპაცია - გორის ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში რუსული კომპანიებისგან მილიონ ლარამდე ღირებულების პროდუქცია და მომსახურება შეიძინა.
ფაქტს აპროტესტებს ოპოზიცია, ქართული ოცნების ადგილობრივი მაღალჩინოსნები კი პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ ბიუჯეტის ფული სწორედ ოკუპანტი ქვეყნის კომპანიებში ილექება.
პრობლემა კიდევ უფრო მტკივნეული და თვალშისაცემია იმის გათვალისწინებით, რომ შიდა ქართლში, სადაც მოქალაქეებს ყოველდღიურად იტაცებენ, მსგავსი სიტუაციაა.