ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისმა" გაიმარჯვა

გამოქვეყნდა:

ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის დეა კულუმბეგაშვილის "დასაწყისმა" მოიპოვა - ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

დაჯილდოვების ცერემონია ონლაინ მიმდინარეობდა და მას კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები – ნიკოლეტა რომეო და ფაბრიციო გროზოლი უძღვებოდნენ. ცერემონიას თბილისიდან ონლაინ შეუერთდა რეჟისორი, დეა კულუმბეგაშვილი.

ცნობისთვის, ფილმი, რომელიც 2020 წელს გამოვიდა, საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა. მასში მთავარ როლს მსახიობი ია სუხიტაშვილი ასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ "დასაწყისი" კანის კინოფესტივალის ჯილდოს ოფიციალურ კანდიდატად დასახელდა 2020 წლის მაისში, მაგრამ პანდემიის გამო მისი პრემიერა ვერ შედგა; 2020 წლის სექტემბერში, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (TIFF) აჩვენეს, სადაც მან მოიგო FIPRESCI პრემია. ამის შემდეგ ფილმი აჩვენეს სან სებასტიანისა და ადელაიდას კინოფესტივალზე, სადაც მან პრიზები მოიპოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი