თავად შემოვიდნენ და თავად გამოიძიონ, მაგრამ თავი არ აქვთ - "ოცნება" ოპოზიციას საგამოძიებო კომისიას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

რა დარღვევებით ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რა მეთოდებით გაყალბდა კენჭისყრის შედეგები და როგორ მიიტაცა  ქართულმა ოცნებამ ძალაუფლება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტი საგამოძიებო კომისიას ქმნის და ამტკიცებს რომ საზოგადოების ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს.

უმრავლესობის წევრები ოპოზიციას მოუწოდებენ ჩაერთონ კომისიის მუშაობაში და დაამტკიცონ ის, რომ არჩევნები გაყალბდა.

კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან "ევროპელი სოციალისტები:, ამის სურვილი მათ დღესვე გამოთქვეს, ხოლო ელისაშვილ - იოსელიანის პოზიცია უცნობია.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი შეფასებით, "ქარტული ოცნების" შეთვაზება ფარსია და არცევნებიდან 3 თვის შემდეგ შეუძლებელია რაიმე სურათის აღდგენა. 

ოპოზიციის თქმით, "ქართული ოცნება" ახლა ამ მეთოდით ცდილობს პარლამენტში ოპოზიციის შეტყუებას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი