მოქალაქეებმა, ვინც უკვე მოიხადეს ახალი კორონავირუსი, შესაძლოა COVID 19–ით ისევ დაინფიცირდნენ

გამოქვეყნდა:

ადამიანები, რომლებმაც ერთხელ უკვე მოიხადეს კოვიდ 19 შესაძლოა, ისევ დაინფიცირდნენ. კორეასა და ჩინეთში უკვე სწავლობენ შემთხვევებს, როდესაც სახლში გაშვებულ და გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ხელმეორე შემოწმებისას ისევ კორონავირუსი აღმოაჩნდათ, და ეს მაშინ როცა კლინიკიდან გაწერის მომენტში ისინი სრულიად ჯანმრტთელები იყვნენ.

ჯანდაცვის მინისტრმა კი დღეს დაადასტურა, რომ ვირუსის რეციდივის საფრთხე ნამდვილად არსებობს, ამიტომ ახლა საქართველოს კლინიკებიდან გაწერილ და კარანტინში მოთავსებულ 50 პაციენტს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან.

კორონავირუსთან ღია ომში მყოფ მსოფლიოს ახალი თავსატეხი გაუჩნდა. კორეაში, 51 გამოჯანმრთელებულ პაციენტს გუშინ კორონავირუსი ისევ დადგინდა, ექიმები ფიქრობენნ რომ ინფიცირებულების ნაწლი არ ჯანმრთელდება, უბრალოდ დაავადება ლატენტურ ფორმაში გადადის და რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ იღვიძებს. ჩინეთში კი 10%–ს მიაღწია იმ გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვმა, ვისაც ისევ კორონავირუსი დადუგინდა. ჩინეთში ვარაუდობენ, რეციდივთან გამკლავება უკვე დაღლილ ორგანიზმს გაუჭირდება. ქართველი ექიმები სიღრმისეულ კვლევებს ელოდებიან.

კოვიდ 19- ის გადატანა და მოხდა, რომ გამოსავალი არ არის, კარგად ჩანს კორონავირუსის წინა შტამის „სარსის“ კლინიკური კვლევებიდანაც, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ადამიანის ორგანიზმი ვირუსის წინააღმდეგ ხანმოკლე იმუნიტეტს გამოიმუშავებს და არაა გამორიცხული ადამიანები, რომლებიც დღეს სახლში გაწერეს, შემოდგომაზე ისევ დაავადნენ. მიზეზი კი თავად ვირუსის გენეტიკაა, რომელიც სწრაფად განიცდის მუტაციას და არავინ იცის, შებრუნებული ფორმა უფრო მსუბუქი იქნება თუ უფრო მძიმე.

კორონავირუსის ეს ფორმა იმდენად სწრაფად ცვლადია, რომ იმის პროგნოზებაც კი რთულდება, როდის დადგება ეპიდემიის პიკის და როდის გადაივლის კორონაპანიკა. ურთიერთგამომრიცხვია ხელისუფლების გათვლები – ინფექციური ცენტრის უფროსი თვენახევარს ასახელებს კორონა ციების დასასრულეად, დავაადებათა კონტროლის ცენტრი კი კიდევ უფრო შორის მიდის და ამბობს, რომ ცხოვრება ჩვეულ რელსებზე ივლისზე ადრე ვერ დაბრუნდება.

სპეციალსიტების შეფასებით კი ახლა, როცა გვაქვს უკონტორლო გადაცემები და როცა არ ხდება სავარაუდო პაციენტების კრიტკული რაოდენობის შემომწება, ნებისმიერი პროგნოზი სიბნელში ხელის ცეცებაა.

ვითარება კიდევ უფრო გართულდება, თუ მეორედ ინფიცირებულმა ადამიანებმა ხელახლა დაიწყეს დაავდების გავრცელება. განსაკუთრებით საშიში კი უკვე დღეს არიან უსიმპტოპმო პაციენტებიც, რომლებიც ჩვენს შორის გადაადგილდებიან და რომელიც ისედაც კომპლექსურ მათემატიკურ მოდელებს კიდევ უფრო ართულებენ.

მოდელები „მთავარი არხისთვის“ ლევან სურგულაძემ ხელახლა გადათავლა. ფორმულების მიხედვით, ახლა ვირუსი ქვეყანაში გავრცელების უკვე შეუქცევად სტადიაზეა და ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა 208 სულ რაღაც 7 დღეში გაორმაგდება.

როდის იქნება პიკი, ცერცვაძე ამბობს, რომ სამ კვირაში, გამყრელიძე ივლისში ელოდება, მარინა ეზუგბაია კი პიკს საერთოდ არ ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი