"მთავარი ამრევი პარტიაა" - ელისაშვილი "ევროპულ საქართველოზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერები და ალეკო ელსიაშვილი დღეს პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციას ერთხმად მოუწოდებდნენ საკანონმდებლო ორგანოში შემსვლისკენ და ამტკიცებდნენ, რომ ბოიკოტი უსაქმურობაა და არა პოლიტიკური ბრძოლის ფორმა.

"ოპოზიციის დიდი ნაწილი უბრალოდ თავის სიტყვების მძევალია და ვერ გამოდის ამ სიტყვებიდან გამოსვლას, ეშინიათ, რომ გაილანძღებიან, ეშინიათ, რომ სხვაგვარად ეტყვიან - განსაკუთრებით დიდი პარტიები. ჰგონიათ, რომ ასე ისინი დაკარგავენ მხარდამჭერებს. ჯერ ჩვენთვის არის სახელმწიფოებრივი ინტერესი და შემდეგ არის პირადი და პარტიული. ერთი პარტიაა, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ამ ქვეყნის ინტერესი და აინტერესებს მარტო თავის პირადი ინტერესი, მთავარი ამრევი პარტიაა - ევროპულ საქართველოს ვგულისხმობ", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ფიქრობს, რომ საკანონდებლო ორგანოს ბოიკოტირებით ოპოზიციამ სასამართლოს უთხრა "დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშაობა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი