ნაბიჯი ავტორიტარიზმამდე-დემოკრატიის ინდექსით საქართველომ 91–ე პოზიციაზე გადაინაცვლა

გამოქვეყნდა:

"გლობალური დემოკრატიისთვის ცუდი წელი იყო" – ასე აფასებს The Economist 2020 წელს, დემოკრატიის თავისუფლების ხარისხზე პანდემიის გავლენას.

ჟურნალ ეკონომისტის მიხედვით, 2020 წლის გლობალური დემოკრატიის ინდექსით საქართველო 91–ე ადგილზეა, 2019 წლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა და 5.42–დან 5.31–მდე დაეცა. 2019 წელს საქართველო მსოფლიო რეიტინგში 89–ე ადგილს იკავებდა – 165 ქვეყანას შორის.

დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველო ჰიბრიდულ ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება.

"ჰიბრიდულ რეგიონებში არჩევნები შესამჩნევი დარღვევებით ტარდება, რაც მსგავს ქვეყნებს ხელს უშლის, რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი.

ასეთი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია მთავრობის ზეწოლა, ოპოზიციურ პარტიებზე და კანდიდატებზე.

მნიშნვნელოვანი სისუსტე შეიმჩნევა პოლიტიკურ კულტურაში, მთავრობის ფუნქციონირებასა და პოლიტიკურ პროცესებში. მაღალია კორუფცია და სამართლებრივი ნორმები დარღვეულია. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, ჩაგვრა და ზეწოლაა ჟურნალისტებზეც, სასამართლო არ არის დამოუკიდებელი" – ასეთია დემოკრატიის გლობალური ინდექსის მიხედვით ჰიბრიდულ ქვეყანათა განსაზღვრება

"2 გასაშუალოებული ქულა გვაშორებს ავტორიტარიზმს" – წერს მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს დემოკრატიის ინდექსის შესახებ 

საქართველო ევროპული ინტეგრაციის მოსურნე ისეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ჩამორჩება, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, ასევე, რიგით მხოლოდ 20 ქვეყანა აშორებს ისეთივე ავტორიტარიზმამდე, როგორიცაა რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში, კონგოში, თურქმენეთში და ტაჯიკეთში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში, რუსეთი ავტორიტარულ რეგიონებში თავსდება და 124–ე ადგილს იკავებს, დემოკრატიის ინდექსით –3.31, რაც საქართველოზე 2 სრული ქულით ნაკლებია.

საქართველოს შემდეგ, 92–ე ადგილს იკავებს ნეპალი, 93–ს ტანზანია, 94–ს ბოლივია, 95–ს კენია, 96–ს მაროკო.

89-ე ადგილზეა სომხეთი, ასევე, საქართველოს ოდნავ უსწრებს აფრიკის ქვეყნები, ლიბერია, სენეგალი და მადაგასკარი.

წამყვან პოზიციებს ინდექსში, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, კანადა და აშშ იკავებენ.

გლობალური დემოკრატიის ინდექსი დემოკრატიულობის ხარისხსს, ჯამში 167 ქვეყანას შორის ზომავს, რომელთაგან 166 სუვერენული სახელმწიფოა. ქვეყნები პოლიტიკური პლურალიზმის, სამოქალაქო საზოგადოების ხარისხის და პოლიტიკური კულტურის მიხედვით ლაგდება და შემდეგ კატეგორიებად იყოფა: სრულად დემოკრატიული, გაბზარული დემოკრატია, ჰიბრიდული რეგიონები და ავტორიტარული რეგიონები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი