საჯარო მოხელეები ძალადობრივ კამპანიაში - ახალი შტურმი ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის დეპუტატი და "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრიც დიმიტრი სამხარაძე ოპონენტების წინააღმდეგ სიძულვილის ენით ხშირად გამოირჩევა.

ნიკა გვარამიაზე თავდასხმა წულუკიანის ფეხდაფეხ სამხარაძემ გუშინ ითავა, დღეს კი ახსნა-განმარტების გაკეთება აღარ ისურვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა განაგრძო.

რეგიონულმა მდივანმა მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დარაზმა და მალევე სხვადასხვა რეგიონების პარტიულმა თუ საჯარო პირებმა მთავარი არხის დირექტორის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ტექსტების წერა და ფოტოს აქტიური გადაზიარება დაიწყეს, მოგვიანებით კი სატელეფონო საუბარში დავალების შესრულება უარყვეს.

დაირღვა თუ არა პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონი მაშინ, როდესაც პირთან შეთანხმების გარეშე მისი პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც წარსულში წულუკიანის მოადგილე იყო, კანონდარღვევას ვერ ხედავს.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მმართველი გუნდი პარლამენტის შენობიდან გააკრიტიკა და თეა წულუკიანის საქციელი არაეთიკურ ქმედებად შეაფასა.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი