"10:45" - ახალი ფილმი 1 მსახიობის მონაწილეობით

გამოქვეყნდა:

ერთი მსახიობის მონაწილეობით ფილმი, რომელიც ბევრად უფრო მეტს ყვება, ვიდრე ერთი ადამიანის ისტორია - რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი მისი ახალი ნამუშევრის დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ამბობს, რომ სცენარი საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე დაიწერა. "სიბიერ-ფილმსის" რიგით მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებები უკვე დასრულდა და მალე მისი საპრემიერო ჩვენებები საერთაშორისო ფესტივალებზე გაიმართება.

სამ ოთახიანი ბინა ძირითადი ლოკაციაა, სადაც ერთი მსახიობის მონაწილეობით მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებენ. მისი მთავარი გმირი მარიამია.

მარიამ კვიტაიშვილს, რუსთავის თეატრის მსახიობს, დიდი პასუხისმგებლობა აქვს - კადრში მუდმივად მხოლოდ ის ჩანს და გვიყვება ერთი გოგოს ისტორიას. მთავარ გმირს უყვარს მოგზაურობა, აქვს ოცნებები, რომლებიც უნდა რომ მალე აუხდეს, თუმცა სცენარის მიხედვით წინაღობებს ეჩეხება.  

10:45 - ეს დრო სავარაუდოდ  "სიბიერ-ფილმსის" მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმის სათაური იქნება. გადამღები ჯგუფის სადებიუტო ნამუშევარი მთელმა მსოფლიომ უკვე შეაფასა და "8 წუთი" არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულიც კი გახდა, ამიტომ ახალ ფილმზე კიდევ უფრო მეტი მოლოდინება აქვთ. 

მას შემდეგ რაც საფესტივალო ცხოვრებას დაასრულდებს მოკლემეტრაჟიანი ფილმი "10:45", მისი პრემიერა უკვე ქართველი მაყურებლისთვისაც იგეგმება. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი