"ჩემი თხოვნა იქნება, რომ ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან" - გიორგი რურუა ემიგრანტებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" მეწილე, გიორგი რურუა, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მისამართით Facebook-პოსტს ავრცელებს და სთხოვს მათ, იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, გააპროტესტონ. 

"საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან,რომ არჩევნები გაყალბდა, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან-ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთან და საელჩოებთან.

საქართველოში ხელოვნურად ჩაგვკეტეს და ამის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. მეგობრებო რას ფიქრობთ ამ იდეაზე? სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებსეს არის არ დანებების ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის.

ბიძინა ივანიშვილის პირადი, (საყვარელი) პოლიტპატიმარი გიორგი რურუა",  -წერს ის.

ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ფასილიტატორი ელჩების შუამავლობის შედეგად, ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიღწეული, 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა. გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი