სპეციალური პენიტენციური სამსახური ქსნის ციხეში ერთ-ერთი პატიმრის მიერ თვითდაზიანებების მიყენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მიზეზად დასახებულ უყურადღებობას - ადმინისტრაციის მხრიდან - უარყოფს. თავად ფაქტს კი ადასტურებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სრული სიცრუეა, თითქოს პატიმარს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება არ ექცევა...
რაც შეეხება 2021 წლის 3 თებერვალს მსჯავრდებულის მიერ თვითდაზიანების მიყენებას, მსჯავრდებულმა მუცლის კედლის წინა ზედაპირზე მიიყენა 5 მილიმეტრი სიღრმის დაზიანება. მას ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო მომსახურება პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ. დაზიანების შემდგომი დამუშავების მიზნით იგი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგის კონსულტაცია, დამატებითი კვლევები, ჭრილობაზე დაედო ნაკერი, რის შემდეგაც ლ.რ. დაუბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილს...", - ვკითხულობთ განცხადებაში.
პენიტენციურის ინფორმაციით, პატიმარი 2016 წლიდან იხდის სასჯელს საქართველოს სსკ 178-ე მუხლით (ძარცვა), ასევე წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში).