ატოცში, ანტოსაკუპაციო მოძრაობის წევრებს პოლიციელებმა დენის კაბელი გადაუჭრეს

გამოქვეყნდა:

ატოცში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები პოლიციელებმა დენის გარეშე დატოვეს. ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" ავრცელებს. ქართველმა სამართალდამცავებმა იმ საცხოვრებელი სახლის დენის კაბელი გადაჭრეს, სადაც მოძრაობის წევრები მორიგეობენ.  შედეგად, ლაშა ჭიღლაძე, რომელიც იმ დროს სწორედ ამ სახლში იმყოფებოდა, მწვავე ბრონქიტის და ფილტვების ანთების დიაგნოზით თბილისის კლინიკაში იქნა გადმოყვანილი.

ლაშა ჭიღლაძის განმარტებით, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა მისთვის ატოცში დარჩენა გაუსაძლისი ყოფილიყო.

 „ პოლიციამ მე გამითიშა სინათლე. არ განუმარტავთ მიზეზი. მივიდნენ პირადად და რაღაც კეტს ურტყამდნენ გამანაწილებელ ყუთს და ყვიროდნენ, რომ „აბა, ახლა დატენე ტელეფონი და ახლა გათბი პლიტით!“. ეს გააკეთა პირველ დღეს დიმსონ ხანიშვილმა, მეორე დღეს მოვიდა შუადღეს, გული იყო, რომელიც არის „ოცნების“  დეპუტატის ძმა, ვასო მიდელაშვილი, თემურ სამხარაძის დავალებით და იგივე გააკეთა, იგივენაირად გამითიშეს სინათლე. არც არაფერი განუმარტავთ, რატო გვირთავდნენ სინათლეს, უბრალოდ, ეს იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობის შეზღუდვა,“ -განაცხადა ჭიღლაძემ.

ჭიღლაძე ასევე განმარტავს, რომ სახლიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ  არ გავიდა, რომ პოლიცია მას ატოციდან იძულების წესით გაიყვანდა.

ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც თავად ჭიღლაძემ სახლიდან გადაიღო, „მთავარმა“ შეკითხვა შს მინისტრის მოადგილეს დაუსვა. ნინო ჯავახაძე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ დენის ჩაჭრა პოლიციელების პრეროგატივა არ არის.

 „ არ ვიცი, რა ვიდეო მტკიცებულებაა, მე არ მინახავს ეს მტკიცებულება, მაგრამ პოლიცია დენს არ ჭრის, გმადლობთ,“ - განაცხადა ჯავახაძემ.   

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, ამჟამად მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის. ლაშა ჭიღლაძეს ექიმებმა  მწვავე ბრონქიტის და ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი