
ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები" გენრი დოლიძემ დატოვა. დოლიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, "მოქალაქეებიდან", ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.
როგორც ის წერს, "საერთო მიზნისკენ სავალ გზას" სხვანაირად ხედავს და სამოქალაქო აქტივიზმს უბრუნდება.
ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!..
მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას.
ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან და "ბინძურ საქმეში" ჩავდექი ქვეყნის სარეველა ბალახების გასაწმენდად - წერს დოლიძე