
არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ველოსიპედი მიიტანეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ხათუნა ბერიძის განცხადებით, ველოსიპედი აჭარის პოლიციის ერთერთ მაღალჩინოსან დავით რიჟვაძეს მიუტანეს, დავით რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის -თორნიკე რიჟვაძის მამაა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2014 წელს ერთერთი ბათუმელის ოჯახიდან მოპარული ველოსიპედი, მაშინ, პოლიციელმა დავით რიჟვაძემ იპოვა და სახლში წაიღო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიებაც კი, ჩაატარა და დავით რიჟვაძე იმ დროს დააქვეითეს, თუმცა, თორნიკე რიჟვაძის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ დავით რიჟვაძე მაღალ თანამდებობაზე დაბრუნდა.
