
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. პრემიერმინისტრმა ახალი ხელმძღვანელი მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
"კახა ჩვენს გუნდში უკვე წლებია მუშაობს. ის არის ერთერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში, ბოლო პერიოდში კახა გახლავთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, ის იღებდა ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორიცაა, ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას", - თქვა გიორგი გახარია.