არ არის სერიოზული პრობლემები პარტიაში - ელისაშვილი თანაგუნდელების წასვლაზე

გამოქვეყნდა:

"პარტიაში სერიოზული პრობლემები არ არის" - ასე ეხმიანება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თანაგუნდელების მიერ პ[არტიის დატოვებას, რაც პარლამენტში ელისაშვილი-იოსელიანის წყვილის შესვლას მოჰყვა. 

"არ არის სერიოზული პრობლემები პარტიაში, პარტია ერთსულოვანია, როგორც არასდროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივად მოვიქეცით, გადავდგით ის ნაბიჯი, რაც სწორად მიგვაჩნდა და ახლაც ვფიქრობთ, რომ აქ შემოსვლა სწორი იყო... რაც შეეხება გენრის, ზრდასრული ადამიანია, სრული უფლება აქვს ისე დაგეგმოს თავისი ცხოვრება და ნაბიჯები, როგორც თავად სურს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, პარტიის ლიდერების პარლამენტში შესვლის შემდეგ, პირველმა დატოვა პარტია ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გენრი დოლიძემ და განაცხადა, რომ პარტიის ლიდერებისგან განსხვავებულად ხედავს სერთო მიზნისკენ მიმავალ გზას. 

გენრი დოლიძის გარდა, პარტია "მოქალაქეები" კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი