
პარტია "მოქალაქეების" წევრი, რომელიც პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შევიდა მე-10 მოწვევის პარლამენიტს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. ის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის კვოტით იქნება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. ლევან იოსელიანს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

"ქვეყნის სამსახურში" მას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წარმატება უსურვა.