ასეთი "მენეჯმენტის" პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის მხრიდან შეზღუდვების შემსუბუქებისა, არასწორი მენეჯმენტის გამო კოვიდპანდემიის მორიგი პიკი მაისშია მოსალოდნელი. 

ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილი "ფეისბუქზე" წერს. 

"ის, რომ სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიღო, კარგია. მაგრამ ვირუსი და თანმდევი ეპიდემია არსად წასულა.გახსნის სიხარულს თან სდევს იმის წუხილი, რომ მთავრობას კვლავაც არ აქვს:

- არც ვაქცინაციის ზუსტი გრაფიკი, და:

- არც მკაფიო გეგმა, როგორ უნდა ვიარსებოთ მომდევნო 2 წელი, ვიდრე მსოფლიოშიც და ჩვენთანაც ეს პრობლემა იდგება

გეგმა არაა არც ჩაკეტვა-გახსნა და არც მილიარდობით აღებული ვალით ისევ საკუთარი საარჩევნო ბაზის მოთფვლა. გეგმა არის, როგორ ვცხოვრობთ ისე, რომ არც ვიკეტებით და ინფექციაც ისე არ გაგვირბის, რომ ჩაკეტვა არ მოგვიწიოს. როცა ეს გეგმა არაა და თან "ლოქდაუნის" პირობებში მთავრობა თვალს ხუჭავს ასეულ კაციან ქორწილებსა და ქელეხებზე, შემთხვევათა მატება გარდაუვალია. ასეთი "მენეჯმენტის" პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს. ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ საზოგადოებასთან შეთანხმებული და სათანადოდ აღსრულებული წესებით. მოვთხოვოთ მთავრობას გეგმა!", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. 

  • 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება
  •   8 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით ბაზრობები გაიხსნება
  • 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობას შეძლებენ
  • 15 თებერვლიდან სწავლა საკლასო ოთახებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც აღდება
  • ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება

ამის მიუხედავად, მოქალაქეების პროტესტი მაინც გრძელდება, "სირცხვილიას" აქცია 6 თებერვალს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი