მოძრაობა "სირცხვილია" შეზღუდვების შემსუბუქების მოერე ტალღის მიუხედავად პროტესტს აგრძელებს. მათი აქცია 6 თებერვალს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები კომენდატის საათის გაუქმებასა, გაუმართლებელი რეგულაციების მოხსნასა და კრიზისის მართვის გეგმას ითხოვენ.
"საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო! საპროტესტო აქციების დააანონსებამდე მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობდა შეზღუდვების მოხსნაზე. სამოქალაქო ჯგუფებისა და ბიზნესის ერთიანი პროტესტის შედეგად 8 თებერვილდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და სკოლების მუშაობა.
15 თებერვლიდან მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება კვების ობიექტები.
ბიზნესის სხვადასხვა სექტორი კვლავ გაჩერებულია.
კომენდანტის საათი ძალაში რჩება
კრიზისის მართვის გეგმა ისევ არ არსებობს.
ამიტომ, საზოგადოების პროტესტი გრძელდება!" - წერს "სირცხვილია".
შეგახსენებთ, რომ დღეს, 4 თებერვლას მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ტალღა დააანონსა. რა შეზღუდვები მოისხნება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ: