სასულიერო პირებს მთავრობა რისკ ჯგუფად აცხადებს და ამბობს, რომ მათ სხვა საეჭვო პაციენტებთან შეადრებით უფრო ინტენსიურად შეამოწმებს კოვიდ19–ზე.
პრემიერ გახარიას თქმით, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ მძიმე რეალობიდან, რომლის წინაშეც ახლა ვართ და როცა ვერავინ ამბობს გადაჭრით, როდის გადაივლის კორონავირუსის ეპიდემია.
ეს უკავშირდება ყველაფერს და პირველ რიგში, რისკების შეფასებას ეპიდემიოლოგების მხრიდან. საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა დაკავშირებულია რისკების შეფასებასთან და რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარებასთან, ახალ ეტაპზე გადასვლასთან ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ახლა შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ", — განაცხადა პრემიერმა.
მაშინ როცა პრემიერი სასულიერო პირებთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობდა, სრულიად დამაბნეველი განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა და თქვა, რომ ეკლესიასთან ერთად მოილაპარაკებს, როგორ მოიქცეს აღდგომის ღამეს.
რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.